საიტი ეს არის თქვენი ბიზნესის, კომპანიის ან ერთი პიროვნების “სახე” რომლითაც თქვენ მომხმარებელს აწვდით ინფორმაციას პროდუქტის ან მომსახურების შესახებ. ამიტომ საიტი უნდა აიწყოს და დამზადდეს თქვენი საქმიანობიდან გამომდინარედ.

დრო:

საიტის დამზადებას მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვცდილობთ. ამასთანავე აუცილებელია შევინარჩუნოთ ხარისხი, მუშაობის პროცესში.

შესრულების დრო პროექტის სირთულიდან გამომდინარე დგინდება. საიტის დამზადებას 20 დღიდან ზევით სჭირდება.

ეფექტური ვებ საიტის დამზადების უნიკალური რეცეპტი არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც განაპირობებს ფუნქციური და მიმზიდველი ვებ საიტის შექმნას.

ვებ საიტი არის თქვენი ყველაზე მთავარი მარკეტინგული ხელსაწყო. თუ თქვენ არ გაქვთ ეფექტური ვებ საიტი, თქვენ არ გაქვთ ეფექტური მარკეტინგი, რომელიც ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.